ინტერვიუ „სათავგადასავლო კლუბ ჯომარდის“ დამფუძნებელ მამუკა ბურდულთან

ბ-ნო მამუკა, როგორც ვიცი, თქვენ იყავით პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში ჯომარდის ტურების განხორციელებას ჩაუყარა საფუძველი, იქნებ მოგვიყვეთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუდაურში ვმუშაობდი სნოუბორდის ინსტრუქტორად ჩემს ავსტრიელ მეგობარ პეტერ უინტერ ლუგაუერთან ერთად, რომელიც იყო დამფუძნებელი საჯომარდო კლუბ Fit & Fun-ის ავსტრიაში. სწორედ აქედან წამოვიდა ჩემი დაინტერესება ჯომარდისადმი, მე საერთოდ მიზიდავს ყველაფერი რაც ექსტრემალური და ინოვატორულია, ამიტომ პეტერმა შემომთავაზა თავისთან სამუშაოდ წასვლა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. იქ დიდი გამოცდილება დავაგროვე და სერტიფიცირებული ინსტრუქტორი გავხდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი დავაარსე „სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი“, პირველი კომპანია ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც ორგანიზებული საჯომარდო ტურების განხორციელება დაიწყო. წლების განმავლობაში ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით და ამჟამად გვყავს ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი. ამასთან ერთად, შევქმენით საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ბაზა ფშავში, სადაც, ჯომარდის გარდა, ჩვენს სტუმრებს ბევრ საინტერესო გასართობს ვთავაზობთ.

არ შემიძლია არ გკითხოთ სნოუბორდის შესახებ, როგორც ვიცი, თქვენ ხართ ერთ-ერთი პირველი, ვინც სნოუბორდით სრიალი დაიწყო საქართველოში?

დიახ, მართალი ხართ. როგორც უკვე აღვნიშნე, ბუნებით ნოვატორი ვარ და მიყვარს ექსტრემი. თხილამურით ბავშვობიდან ვსრიალებდი. გუდაურში მუშაობისას ვერტმფრენით სრიალს – Heliski-ს –აკეთებდა შვეიცარული ფირმა Alpin travel და მათ ჩამოიტანეს სნოუბორდები პირველად საქართველოში, ეს იყო 1989 წელი. ავიღე ერთი სნოუბორდი, მახსოვს ფირმა Crazy Banana, და ერთი კვირა დამჭირდა, რომ პირველი მოხვევა გამეკეთებინა - მასწავლებელი, უბრალოდ, არავინ იყო. ერთი წლის შემდეგ უკვე ნორმალურად ვსრიალებდი და დავიწყე მუშაობა Heliski-ს გიდად, ჯგუფებს დავყვებოდი, როცა ისინი გაუკვალავ თოვლში ეშვებოდნენ. 1993-94 წლებში ჩემმა მეგობარმა დათო ანთელაძემ დამაფინანსა, გავიარე სნოუბორდის ინსტრუქტორების კურსი ავსტრიაში და ავიღე სერთიფიკატი. ისე, მაშინ ამ ფულით 4 ოთახიანი ბინის ყიდვა შეიძლებოდა (იცინის). ჰელიგიდად ვიმუშავე 1997 წლამდე და გაუკვალავ თოვლში დაახლოებით 20 000კმ გავიარე... ეს, რა თქმა უნდა, მიახლოებით.

დავუბრუნდეთ ჯომარდს. რომელ მდინარეებზე ახორციელებთ დაშვებებს და რა არის სტნდარტული საჯომარდო ტურის ღირებულება?

ძირითადად დაშვებებს ვახორციელებთ შემდეგ მდინარეებზე: ფშავის არაგვი, მთიულეთის არაგვი, მტკვარი, რიონი. სტანდარტული საჯომარდო ტურის ღირებულება კი 1 ადამიანზე 40 ლარიდან იწყება, მდინარის სირთულესთან ერთად ფასი იზრდება.

თქვენ ახსენეთ ბაზა, რომელიც ფშავში მდებარეობს. გთხოვთ უფრო დაწვრილებთ მოგვიყვეთ, თუ რა გველოდება იქ ჩამოსვლის შემთხვევაში?

ჩვენი ბაზა ფაშავში, სოფელ თვალივში მდებარეობს. თბილისიდან სულ რაღაც 1 საათის სავალ გზაზე. ჯომარდობასთან ერთად ჩვენს სტუმრებს აქვთ საშუალება დაისვენონ არაგვის ნაპირას, ულამაზეს ბუნებაში, სადაც ბევრ საინტერესო აქტივობას ვთავაზობთ. მაგალითად,ზიპ-ლაინი, მშვილდის სროლა, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები, ბუშტ-ბურთი, გუნდური თამაშები და ა.შ. ასევე ბაზაზე მუშაობს რესტორანი და ბარი, სადაც უგემრიელესი კერძებსა და სამელების დაგემოვნება შეუძლია ჩვენს მომხმარებლებს, სწორედ ამიტომ ჩვენი ბაზა იდეალურია დიდი კორპორაციული წვეულებების მოსაწყობად, სასკოლო და საოჯახო ტურებისთვის. ერთდროულად შეგვიძლია 200-300 ადამიანის მიღება. ახლა კი ძალიან დიდი სიახლე ელოდება ჩვენს მომხმარებელს: აგვისტოდან ჩვენთან სათავგადასავლო თოკების პარკი დაიწყებს ფუნქციონირებას და ქართველ ექსტრემალებს, განურჩველად ასაკისა, ექნებათ საშუალება ამ სიახლით გაერთონ.

An Interview with Mamuka Burduli, the founder of “Adventure Club Jomardi”
Mr. Burduli recalls those days when first got interested and than made essential steps towards developing of rafting in Georgia. Nowadays, it is well organized and very popular trend of recreational activities in Georgia. Interview also tells us about a base in Pshavi, specifically the village Tvalivi, where other than rafting, there are many other interesting adventures that one can enjoy.

პარტნიორები