კახეთი

კახეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც მდინარეების–ივრისა და ალაზნის აუზებს მოიცავს და ადმინისტრაციულად როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს აერთიანებს.

აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3300-მ-ის და 4500მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ბარაქიანი ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ნახევარუდაბნოებით. საოცრად ლამაზია კახეთის კავკასიონი! ეს აუცილებლად უნდა ნახოთ!

კახეთის რეგიონს ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან – აზერბაიჯანი. მისი ფართობი 12,2 ათასი კმ²-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 17,5%-ს შეადგენს; მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია და წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის 8,3%-ს. კახეთი 8 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება. მათი უმეტესობა (ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის) შიდა კახეთში მდებარეობს, საგარეჯოს რაიონი და გურჯაანის რაიონის ნაწილი გარე კახეთს მიეკუთვნება. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები კახეთის ცალკე კუთხეს - ქიზიყს შეადგენს. კახეთის ნაწილი იყო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ზაქათალის, ბელაქანისა და კახის რაიონები, რომლებიც ლაგოდეხთან ერთად ისტორიულ ჰერეთს (საინგილოს) წარმოადგენენ.

კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის ნაირსახეობა, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° C, ხოლო ზაფხულში +23,…+25°C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი – თებულოს მთა – 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ-ა

აუცილებლად აღსანიშნვია რომ 2014 წელს თუშეთის სოფელი ბოჭორმას მიენიჭა ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული სოფლის სტატუსი, ის ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარეობს. კახეთი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლითაც გამორჩეულია.

მათ შორისაა საქართველში სიდიდით მეორე ალავერდის მონასტერი (მე-11 საუკუნე); იყალთოს მონასტერი და შუა საუკუნეების აკადემია (მე-11 საუკუნე); დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (მე-6 საუკუნე); ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯის ციხე, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ახალი და ძველი შუამთა, გრემი, ნეკრესი ...

როგორც ვიცით, კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი keraa, გავრცელებულია მეხილეობაც. მთა გამორჩეულია მეცხოველეობის, კერძოდ, მეცხვარეობის ტრადიციით. ცნობილია კახური ჩურჩხელა, რომელსაც „ქართული სნიკერსი“ დაერქვა. უგემრიელესი ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზი, რომელიც თათარაშია ამოვლებული. კარგი ჩურჩხელა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული საკვები ჩურჩხელა იყო.

ვინც კახეთში ერთხელ მაინც ყოფილა, მისთვის ეს მხარე მუდამ კარგ ღვინოსა და გულღია მასპინძლობასთან ასოცირდება, რადგან კახეთი მევენახეობა-მეღვინეობით განთქმული მხარეა. აქ მრავალი ჯიშის ვაზი ხარობს და, შესაბამისად, მრავალფეროვანი მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

ისტორია:
კახეთის, ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას ქართული საისტორიო ტრადიცია ქართველთა ეთნარქის ქართლოსის ერთ-ერთ ძეს კახოსს მიაწერს. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე. კახეთის შენებაში კახოსს მისი ძმა კუხოსი ეხმარებოდა, რომლის კუთვნილი ტერიტორიაც არაგვიდან ჰერეთამდე მიწებს მოიცავდა. კახეთის ცენტრი ახ.წ. III-IV სს_ის მიჯნამდე ბერ-ჩელეთი (ჟალეთი) იყო. ამ დროისთვის მეფე ასფაგურმა ააშენა ქ. უჯარმა, ხოლო მეფე მირიანმა IV ს-ის დამდეგს იგი კახეთ-კუხეთის ცენტრად აქცია. XI ს-ში მხარის დედაქალაქად თელავი იქცა.

ქალაქი თელავი:
ის ყველაზე დიდი ქალაქია კახეთში, დაახლოებით 30 000 მცხოვრებით. თელავი ახ. წ. დასაწყისიდანაა ცნობილი. იგი X-XI და VII-VIII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქი ცნობილია გამორჩეული არქიტექტურითა და უმშვენიერესი ხედებით. თელავში მოხვედრისას გირჩევდით აუცილებლად გენახათ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ერეკლეს მოედანი, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ბატონის ციხე, ნადიკვარის პარკი და, რაღა თქმა უნდა, 900 წლოვანი უზარმაზარი ჭადრის ხე, რომელიც ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა თავისი გარეგნობისა და ასაკის გამო.

ციხე-ქალაქი სიღნაღი:
სიღნაღი ყველაზე გამორჩეულია საქართველოს იმ ქალაქებს შორის, სადაც ქალაქი ჯერ კიდევ პირვანდელ ნანგრევებზე დგას. ეს ციხე-ქალაქი თანამედროვე სახით XVIII ს-ის II ნახევარში, მეფე ერეკლე II-ის დროს, 1772 წელს დაარსებულა. მას თითქმის 40 ჰექტარი ფართობი უკავია, ხოლო გალავნის სიგრძე 2,5 კმ-ია. ციხეს 23 კოშკი და 5 შესასვლელი აქვს. თითოეულ კოშკს საკუთარი სახელი ჰქონდა. ციხის შიდა ქალაქი გამორჩეულია მოკირწყლული შეფენილი ქუჩებითა და აგურით ნაშენები ორ ან სამსართულიანი სახლებით. სახლები ერთმანეთზეა მიდგმული და არა აქვს შიდა ეზოები. ყველა სახლის პირველი სართული განკუთვნილი იყო მაღაზიებისა და სახელოსნოებისათვის. ეს ქალაქი მუდამ განთქმული იყო ტრადიციული რეწვით, როგორიცაა: ტყავის დამუშავება, ხეზე ჭრა, ხალიჩების ქსოვა, კერამიკის წარმოება, ღებვა და სხვა მრავალი. ბოლო დროს განახლებული სიღნაღი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.

აღნიშვნის ღირსია კახეთის სამკურნალო კურორტებიც: არხილოსკალო, ყვარელი, ახტალა, უჯარმა.

არხილოსკალო დედოფლისწყაროს რაიონშია და კლიმატური ტიპის კურორტია. კურორტზე მიიღებიან ნევროლოგიური პროფილის პაციენტები.

ახტალა გურჯაანის რაიონშია – ტალახით სამკურნალო კურორტი. ახტალის ტალახი არაორგანული წარმოშობისაა. კურორტზე მკურნალობის ჩვენებებია მოზრდილთათვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები; ბავშვთათვის ცერებრალური დამბლისა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების დროს.

უჯარმა საგარეჯოს რაიონია და ბალნეო-კლიმატური ტიპის კურორტია. აქ გამოვლენილია თერმული მინერალური წყლები მრავალი ბიოლოგიურად აქტიური მიკროკომპონენტით. მინერალურ წყლებს იყენებენ სააბაზანო პროცედურების სახით, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კარდიოლოგიური, ნერვული და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ.

ყვარლის კურორტი – რაიონული ცენტრიდან 8 კმ-ზე, ორი სახის მინერალური წყალი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში გამოიყენება.

რაც შეეხება სიმწვანესა და დაცულ ტერიტორიებს, კახეთი უდავოდ გამორჩეულია ბუნებით. რეგიონში ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარა, ბაბანეული, მარიამჯვრი, აქედაან ცალკე გამოვყოფდი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკებს. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ლანდშაფტს, ბუნებას, ბუნების ძეგლებსა და სხვადასხვა ტურისტულ აქტივობას სთავაზობს.

კახეთის რეგიონის 3 ძირითად განვითარებულ ქალაქში ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც მუშაობენ ყოველ დღე 10:00-18:00 საათამდე.
1. თელავი - ერეკლე II ქუჩა N9. ტელ: +995 350 275317
2. სიღნაღი - კოსტავას ქუჩა N10. ტელ:+995 355 232414
3. ყვარელი - რუსთაველის ქუჩა 8. ტელ: +995 352 221340

ღვინის ტურიზმი - ქვეყანაში ტურიზმის ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებები. მათ შორის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის ამ მიმართულების განვითარების მიზნით შექმნა პროექტი „ღვინის გზა“. პროექტის ფარგლებში მოახდინა საქართველოს მასშტაბით არსებული ღვინის საოჯახო მარნებისა და საწარმოების იდენტიფიცირება და მათი გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით შეფასება: გამართული ინფრასტრუქტურა, მომსახურების ხარისხი. ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო ღვინის წარმოება, ასევე საჭირო მასპინძლობისა და ღვინის სერვისებისთვის შესაბამისი ინვენტარი (ღვინის ჭურჭელი); ადმინისტრაციის მხრიდან თითოეულ ობიექტს ცენტრალურ და მისასვლელ გზაზე დაუყენდა მიმართულების მანიშნებლები და მარნების სახელობითი დაფები; მომზადდა სარეკლამო-საინფორმაციო მასალები: ღვინის რუკა და გზამკვლევი. საოჯახო მარნებისთვის პერიოდულად ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა: ქართული ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება, ფინანსები/ბუღალტერია, საბაზისო უცხო ენა;

შეიქმნა ერთიანი ინტერაქტიული ბაზა ადმინისტრაციის ძირითად საიტზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით.

საქართველოში ფიქსირდება კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, ასეთი მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის. საქართველოს 8000 წლიანი მეღვინეობის ტრადიციული მემკვიდრეობა აქვს, რაც მრავალჯერადი არქეოლოგიური გათხრებისა და ისტორიული ფაქტებით არის დამტკიცებული. თანამედროვე მსოფლიომ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

კახური სამზარეულო - აქაური კერძები ბარაქიანი, მარტივი და უბრალოა. ხორცის დიდრონი ნაჭრები, სუფრაზე გამოტანილი ყველის მთლიანი თავები და წვნიანები – უზარმაზარ ჯამებში. თუმცა, აქ როგორც ამბობენ ღორის მწვადის შეწვასა და ხაშლამის (მოხარშული საქონლის ხორცი) მომზადებას დიდი ცოდნა სჭირდება. ამ ყველაფერზე კი დედას პურის მიტანებას კახელები აუცილებლად მიიჩნევენ.

Kakheti is one of the most beautiful region of our country, which encompasses the basins of Iori and Alazani and includes a historic area – Tusheti, as a part of Kakheti administration. A varied climate and landscape is present in Kakheti, here we meet different types of nature, from subtropics to veld-like. Average temperature in winter is +14 °C, while in summer it goes up to 23/25 °C. Kakhetian nature is very diverse; throughout the region, you will see semi-desert, evergreen forests and even subalpine vegetation. The lowest place is Eldari plain, 90-150 meters above the sea level, and the highest point is Tebulo mountain („Tebulosmta“) – 4493 meters. Average height of Tusheti is 1880 meters. We definitely need to mention, that in 2014, “Botchorma” – a village in Tusheti, was announced as a highest populated village in Europe, it is located at 2345 meters above the sea. As it is known, Kakheti is one of the oldest hearths of vine-growing and winemaking. Fruit growing is very common as well. In the mountains, cattle breeding is more common, particularly sheep farming.

პარტნიორები